22:01 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 19:46:22, 1063 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკება გაიმართა

3-4 ივლისს სასტუმრო „თბილისი მერიოტში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების" პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.

ქართული მხარის მხრიდან შეთანხმების ინიცირებას წინ უძღოდა ქართველი გადამზიდავების თხოვნა ჩინეთთან საავტომობილო გადაზიდვების დაწყების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შექმნის შესახებ.

მოლაპარაკებების ფარგლებში შეთანხმდა პროექტის ძირითადი დებულებები და გაფორმდა შესაბამისი ოქმი. ტექსტზე საბოლოოდ შეჯერების (მოლაპარაკებების მეორე რაუნდი) მიზნით ჩინურმა მხარემ ქართული მხარე მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიიწვია. მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება შეთანხმების ხელმოწერა.

შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდასა და  ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ თანამშრომლობას.

შეთანხმების პროექტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე და აღნიშნულ ნებართვის ბლანკებს გაცვლიან ერთმანეთში.

შეთანხმება ასევე  ითვალისწინებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.

შეთანხმების გაფორმებას დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის მიზნით.

მოლაპარაკებაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის საავტომობილო გადაზიდვების განვითარება, სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვებთან ერთად, თანამშრომლობის გაღრმავებისა და ჩინეთის ინიციატივის  - "ერთი გზა, ერთი სარტყელის"  რეალიზაციის საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის, სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს", ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics