22:00 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 18:05:28, 1052 ნახვა

ეკონომიკა
გაგუა: დონორებთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ენერგოეფექტურობის პრინციპები აქტიურად დაინერგოს ჩვენს მმართველობაში

სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისა (NEFCO) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან (E5P) მიღებული  ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ენერგოეფექტურობის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ დღეს დონორებთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმებების კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გააძლიეროს  დაგეგმილი ღონისძიებები ამ მიმართულებით, მით უფრო, რომ საქართველოს აღნიშნული ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აქვს აღებული.

„საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობს, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის მხრიდან ეს არის საჯარო სექტორში განხორციელებული პირველი ინვესტიცია და ის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ენერგოეფექტურობის  პრინციპები აქტიურად დაინერგოს ჩვენს მმართველობაში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ. მან მადლობა გადაუხადა პარტნიორებს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ საქართველოში ენერგოეფექტურობის განვითარების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, კომენტარი გააკეთა საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს (NIB) შორის ჩარჩო შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. „ეს არის პრაქტიკულად ახალი დონორის, განვითარების პარტნიორის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში. სკანდინავიის საინვესტიციო ბანკთან ვგეგმავთ კონკრეტული საინვესტიციო პროგრამების განხორციელებას იმ  პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი  ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

სკანდინავიის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის ჩარჩო შეთანხმება დღეს ფინანსთა სამინისტროში გაფორმდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics