04:10 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 15:33:06, 434 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, საქართველო მარიხუანას გამოყენების დაკანონებისთვის მზად არ არის

უსაფრთხოებისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მომხრეა, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ნაკლებად მძიმე სადამსჯელო ღონისძიებები იყოს გამოყენებული. 

თუმცა, დეპუტატის შეფასებით, საქართველო ჰოლანდიის მსგავსად, მარიხუანას მოხმარების დაკანონებისთვის  მზად არ არის. 

„ეს თემა ძალიან მგრძნობიარე და რთულია. ერთის მხრივ, ჩვენ უნდა განვსაჯოთ რა ტიპის სასჯელი გამოვიყენოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ. ამ შემთხვევაში მე შეიძლება უფრო ლიბერალური მიდგომის მომხრე ვიყო, მარგამ მეორეს მხრივ სრული ლიბერალიზაცია და ამ ნარკოტიკული საშუალების გამოყენების დაკანონება, ისე როგორც ჰოლანდიაშია, ჩემი აზრით ამ ეტაპზე ამისთვის ჩვენი ქვეყანა მზად არ არის. ეს გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული.  ამიტომ, უნდა ვიმსჯელოთ შუალედურ ვერსიაზე, სადაც სადამსჯელო ღონისძიებები უფრო ნაკლებად მძიმე იქნება“, -  აღნიშნა სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics