04:09 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 15:30:20, 361 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვერენჩხილაძე: ყოფილი პრეზიდენტისთვის ორმაგი მოქალაქეობის მისანიჭებლად მოტივირებული განცხადებაა საჭირო

„იმისათვის, რომ  უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს, მან მოტივირებული განცხადებით უნდა მიმართოს პრეზიდენტს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ  ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. 
მისივე განმარტებით,  უცხო ქვეყნის მოქალაქემ მოტივირებულ განცხადებასთან ერთად, იმ ქვეყნის  მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა დაურთოს, რომლის მოქალაქეც არის. 
„იმისათვის, რომ   უცხო ქვეყნის მოქალაქემ   საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს, ამისთვის მან მოტივირებული განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და თან უნდა დაურთოს იმ ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტიც, რომლის მოქალაქეც არის. პირის მოტივირებული განცხადება არის სავალდებულო  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“,-განაცხადა გიორგი კვერენნჩხილაძემ. 
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics