20:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 13:46:22, 858 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს შორის ჩარჩო შეთანხმება გაფორმდა

ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ჰენრიკ ნორმანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს შორის.

შეთანხმება ითვალისწინებს ქვეყანაში NIB-ის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ხელს შეუწყობს სკანდინავიის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობის დაწყებას.

სკანდინავიის საინვესტიციო ბანკის მიზანია, საინვესტიციო პროექტების დაფინანსება იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებს აღნიშნული ბანკი. დღეისთვის, NIB-ის ინტერესს წარმოადგენს საინვესტიციო პროექტების დაფინანსება საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

NIB-ის მიერ დაფინანსებული პროექტები, ძირითადად, მოიცავს ენერგეტიკის, ტრანსპორტის და გარემოს დაცვის სფეროებს.

სკანდინავიის საინვესტიციო ბანკი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი დაფუძნდა 1975 წელს და ოპერირებს დანიას, ესტონეთს, ფინეთს, ისლანდიას, ლატვიას, ლიტვას, ნორვეგიას და შვედეთს შორის 2005 წლის 1-ელ იანვარს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics