22:17 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 11:12:04, 561 ნახვა

საზოგადოება
რეზო გაბრიაძეს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადაეცემა

ქართველ მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალსა და მოქანდაკე რეზო გაბრიაძეს ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადაეცემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რეზო გაბრიაძეს 29 ივნისს, 82 წელი შეუსრულდა. თბილისის მერმა ხელოვანს აღნიშნული თარიღი მიულოცა და ქალაქის ცხოვრებაში მის განსაკუთრებულ ღვაწლს გაუსვა ხაზი. 

„საბედნიეროდ, დედაქალაქს ჰყავს და ყოველთვის ჰყავდა განსაკუთრებული ადამიანები, რომელთა საქმიანობა და შემოქმედება ქალაქის ყოველდღიურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა და სძენს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ხელოვანი რეზო გაბრიაძეა. მას  რამდენიმე დღის წინ, 29 ივნისს, 82 წელი შეუსრულდა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის სიგელი გადავცე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics