|
2018-07-03 10:59:14, 847 ნახვა
სამხედრო
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის პროცესს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პირადად გაეცნო. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა,შტაბის შენობა და სასადილო. ასევე აშენებულია საკლასო ოთახების შენობა, სადაც ამ დროისთვის რემონტი მიმდინარეობს. დასრულებული შენობების შიდა ინტერიერი, სველი წერტილები, გათბობა-გაგრილების სიტემები სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ საჭირო სტანდარტს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის კომფორტულ გარემოს შექმნის. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება. ცენტრი 800-ი რეკრუტის მომზადებაზე იქნება გათვლილი. ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე დაგეგმილია შიდა გზების, გარე განათების, სამწყობრო მოედანის, საკონტროლო გამშვები პუნქტებისა და ლაზარეთის მშენებლობა. ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის პროცესს თავდაცვის მინისტრთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი გაეცნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)