02:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 10:58:16, 740 ნახვა

სამართალი
კოჯრის გზატკეცილზე ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე,  ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 

ქალაქ თბილისში კოჯრის გზატკეცილზე  გადამოწმებული  ავტომანქანის ძარაზე,  20 ერთეული 3 მეტრიანი წიწვოვანი სახეობის სამასალე  მორი იყო განთავსებული.

ავტომანქანის მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტაცია. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი 1282 მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით. ავტომანქანა დაილუქა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics