21:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 10:16:39, 567 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და NBA-ის მოქმედი ჩემპიონის - Golden State Warriors-ის ცენტრს ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

პრემიერმა ზაზა ფაჩულიას საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე კარიერისთვის და საერთაშორისო სარბიელზე ქართული კალათბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა (Golden State Warriors 2017). მან წელს გამართულ ასოციაციის გათამაშებაში, Golden State Warriors-თან ერთად კიდევ ერთი ოქროს ბეჭედი მოიგო. ზაზა ფაჩულია პირველი ევროპელი ცენტრია პაუ გასოლთან (ესპანეთი) ერთად, რომელმაც ორჯერ შეძლო NBA-ის ჩემპიონის თასის მოგება. ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამჯერ ითამაშა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics