|
2015-06-01 13:38:58, 3445 ნახვა
Lifestyle
ირმა ინაშვილი:ვისაც უნდა ნიძლავს დავუდებ, რომ მინიმუმ 6-8 თვეში ოდესა რუსებს დარჩებათ
"ვისაც უნდა ნიძლავს დავუდებ, რომ მინიმუმ 6-8 თვეში, ან უფრო ადრე ოდესა და უკრაინის მთელი სანაპირო ზოლი რუსებს დარჩებათ, "ამერიკელი მიშიკოს" დახმარებით. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა დაწერა. "ოდესას ცნობილი რუსული სიმღერით ხვდება. გეუბნებით, "შტირლიცია"- თქო... ახლა ოდესას და უკრაინის მთელი შავი ზღვის ნაწილს რუსებს ჩაახუტებს და მერე პუტინისგან ორდენსაც დაიმსახურებს: "რუსეთის სახელმწიფოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის"... ისე, ქართული სპეცსამსახურების საყურადღებოდ: ოდესიდან ბათუმამდე, ან ფოთამდე ძალიან ეფექტური მარშრუტია, მაგრამ სად ჰყავს ამ ქვეყანას პრინციპული ლიდერი, ან ლიდერთა ჯგუფი, ეს პასუხისმგებლობა რომ საკუთარ თავზე აიღონ?! -წერს ირმა ინაშვილი. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)