21:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 21:07:50, 563 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადებთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

3 ივლისს, 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, X საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადებთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის ინიციატივით დაარსდა. 2018 წელს, საიუბილეო ფესტივალი, 27, 28 და 29 აგვისტოს ქ. ბათუმში სასტუმრო "შერატონ ბათუმის" საკონცერტო დარბაზში გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.

წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან - პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბაროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) და სხვა.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია. ღონისძიების ორგანიზატორი: კომპანია „არტ ალიანსი“.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics