|
2015-06-01 13:36:23, 381 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობას შეურაცხყოფა მიაყენა
"სააკაშვილმა საკუთარ თავს და საქართველოს მოქალაქეობას შეურაცხყოფა მიაყენა",-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დაელოდებიან, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი უწყებები ორმაგ მოქალქეობასთან დაკავშირებით. "სააკაშვილისთვის რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობა, მან ეს ნათლად თქვა და თქვა, რომ ეს არის მისთვის დღეს 6 კვადრატული მეტრის ფართობი, სასჯელაღსურლების დაწესებულებაში. მას აქვს ძალიან მდარე დამოკიდებულება,უპატივცემულო დამოკიდებულება ყველაზე საპატიო და საამაყო სტატუსისადმი, რაც არის საქართველოს მოქალაქეობა.მან თავად თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე ამით უარი. მიაყენა შეურაცხყოფა ამ სტატუსსაც, საკუთარ თავსაც.რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი უწყებები, როგორც ეს კონსტიტუციითა განსაზღვრული, ამას დაველოდებით, რადგან ეს მათი გადასაწყვეტია",-განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)