02:32 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 13:21:45, 328 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: უკრაინის პრემიერობის ამბიციები არ მაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინაში პოლიტიკური ამბიციები არ აქვს და მომავალში საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

ამის შესახებ "ლიგა.ნეტი" გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომლის თანახმად, სააკაშვილს უკრაინაში სამომავლოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება სურს.

„რა აბსურდია, მე უკრაინაში არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს. როდესაც ოდესაში ამ პროექტზე მუშაობას დავასრულებ, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები საქართველოში და საქმიანობას იქ გავაგრძელებ", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. მას პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობაც მიანიჭა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics