21:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 16:32:27, 486 ნახვა

საზოგადოება
ქვემო სამგორში ახალი სპორტული მოედნები მოეწყო

ქვემო სამგორში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. გუმათჰესის ქუჩაზე, N2 კორპუსის მიმდებარედ, 450 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედანი ეწყობა, სადაც ამჟამად, ბალახის ხელოვნური საფარი იგება. 

სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „ჯორჯიან ინვესტი“ ახორციელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 77 443 ლარს შეადგენს.

450 კვ.მ ფართობის სტადიონის მოწყობა ასევე, ოცხელების ქუჩაზე, N25ა კორპუსის მიმდინარედაც ხორციელდება. აღნიშნულ სამუშაოებს გემგეობის კონტრაქტორი შპს „პე-ბე“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი, 77 832 ლარია. 

ნავთლუღის მეორე დასახლებაში ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. მე-3 ქუჩის N1ა-ს მიმდებარედ, 510 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედანი ტრიბუნებით, ღამის განათებით, კონსტრუქციული გადახურვითა და შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსებით მოეწყო, მე-4 ქუჩის მიმდებარედ კი, 330 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანი გაიხსნა. 

ქვემო სამგორში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები და დასრულებული პროექტები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა დაათვალიერა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics