21:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 15:03:35, 534 ნახვა

საზოგადოება
ნინო ჯავახაძე კონფერენციას „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე დაესწრო კონფერენციას - „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“.

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ნინო ჯავახაძის თქმით, სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ორგანო, ახორციელებს არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების აღსრულებას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო განიხილავს შესაძლებლობას, რათა სანქციების დაკისრება განხორციელდეს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით.

კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მიმდინარეობა, პირველადი შედეგები და სამომავლო ნაბიჯები შეაფასეს.

ორგანიზაციამ - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ამ მიმართულებით თავისი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სუზან კუტორი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე, არასამთავრობო, კერძო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა კომერციული თუ საჯარო იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება დიდი მოცულობის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, 2019 წლის 1 იანვრიდან კი - ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics