21:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 14:38:31, 500 ნახვა

საზოგადოება
ავთანდილ თალაკვაძემ გომბორზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოინახულა

გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ბელარუსის რესპუბლიკის ელჩთან, მიხაილ მიატლიკოვთან ერთად მოიახულა.

პაციენტი ამ დროისთვის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში იმყოფება. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას კიდევ ერთი დაშავებული ტურისტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავტოსაგზაო შემთხვევა  გუშინ, გომბორზე მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ამობრუნდა. 27 მგზავრიდან ჰოსპიტალიზაცია 25-ს დასჭირდა. 23 დაშავებული, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ბინაზე გაეწერა, 2 კი ამ დრომდე კლინიკაში, ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics