21:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 12:39:36, 537 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ გამოცდაზე აპლიკანტების დაახლოებით 4% არ გამოცხადდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 035 აბიტურიენტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აპლიკანტების დაახლოებით 4% არ გამოცხადდა.

მათივე ცნობით, გამოცდაზე დაგვიანების 4 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 3 თბილისში, ხოლო ერთი ქუთაიში იყო.

"დღეს უნდა გამოცხადებულიყო 9 ათას 35 აბიტურიენტი, სამწუხაროდ 4%, ცოტა მეტი არ გამოცხადდა გამოცდაზე. ისინი გამოეთიშებიან კონკურსს. ასევე გვაქვს დაგვიანების შემთხვევა - 3 თბილისში და ერთი ქუთაისში. ეს აბიტურიენტებიც ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში", - განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სოფო დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ წელს ეროვნულ გამოცდებზე 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics