21:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 11:10:42, 507 ნახვა

საზოგადოება
რეისი ქუთაისი-დორტმუნდი 12:00 საათზე შესრულდება

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, ავიაკომპანია "ვიზეარის" კუთვნილი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდის მიმართელით 12:00 საათზე გაფრინდება.

მგზავრებს ამის შესახებ აეროპორტის ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა. 

როგორც აეროპორტში ავიაკომპანია ვიზეარზე დაყრდნობით აცხადებენ, თვითფმრინავის აფრენამდე დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი, რის შემდეგაც ხომალდის კაპიტნის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი სადგომზე დაბრუნდა.

ავიაკომპანიის ინჟინრების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ამ დროისთვის თვითფმრინავი მწყობრშია და რეისს ჩვეულ რეჟიმში განახორციელებს. რაც შეეხება თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩენილ კვამლს, წინასწარი ინფორმაციით, ის ძლიერმა დამუხრუჭებამ გამოიწვია.

"თვითმფრინავი იმყოფებოდა ასაფრენ რეჟიმში, სიჩქარე საჰაერო ხომალდს უკვე აკრეფილი ჰქონდა. რა დროსაც, სიჩქარის ერთ-ერთმა მაჩვენებელმა, მოგეხსენებათ თვითმფრინავს სიჩქარის რამდენიმე მაჩვენებელი გააჩნია, არასწორი მონაცემები დააფიქსირა. ეკიპაჟმა იმ წუთსავე მიიღო ფრენის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და მკვეთრად დაამუხრუჭა. დამუხრუჭებამ გამოიწვია კვამლი. ეს ინფორმაცია შემოწმების შედეგად ვიზეარის ინჟინრებმა მოგვაწოდეს", - განაცხადა ქუთაისის აეროპორტის მენეჯერმა ედუარდ მნაცაკანიანმა.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში დაგეგმილ სხვა რეისებს, ინფორმაციას მომდევნო რეისების შესრულებასთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ვიზეარის სათაო ოფისიდან ელოდება და მიღებისთანავე გაავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics