21:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 10:52:09, 516 ნახვა

საზოგადოება
მომავალი წლიდან, ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს

მომავალი წლიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა  განაცხადა.

„მთავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრებია განთავსებული, არსებული ელექტროქსელი კონდიციონერის დატვირთვას ვერ უძლებს. აქედან გამომდინარე, რადგანაც ეს ატიპიური ტემპერატურა იყო მოსალოდნელი 2-დან 5 ივლისის ჩათვლით, ჩვენ გადავწყვიტეთ, გარედან შეგვეყვანა სპეციალური კაბელი, რათა ელექტროსისტემამ კონდიციონერების დატვირთვას გაუძლოს. ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. ჩემი მოსაზრება გახლავთ, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე და მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე - გაზაფხულის ბოლოს, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics