02:32 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 13:05:59, 357 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი: საქართველოში თავშესაფარს სირიაში, ერაყსა და უკრაინაში მცხოვრები ითხოვენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანად არის აღიარებული, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ იმატა.

როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საქართველოში თავშესაფარს სირიის, ერაყისა და უკრაინის წარმომადგენლები ითხოვენ.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 341 პირს ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული, 446 ჰუმანიტარული სტატუსი და 519 კი სტატუსის მაძიებელია.

„მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელტა მიღებისა და განთავსების ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც 60 პირზეა გათვლილი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად. მეზობლებ ქვეყნებში განვითრებული, მძიმე, პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე ქვეყანაში თავშესაფრის მაძლებელთა რაოდენბამ იმატა. შესაბამისად, ცენტრის გაფართოების აუცილებლობა დადგა, სწორედ ამიტომ 2014 წელს მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისა და განთავსების ცენტრი მეორე შენობის მშენებლობა დაიგეგმა, სადაც სამინისტრო დამატებით უზრუნვეყოფს მინიმუმ 72 ადამიანის განთავსებას“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics