|
2015-06-01 12:55:47, 1791 ნახვა
სხვადასხვა
ზედაზენში ლუდის მაგივრად დღეს მხოლოდ ლიმონათს ჩამოასხამენ
პრემიუმ ლუდის პრემიუმ მწარმოებელი ლუდსახარში „ზედაზენი“ 1 ივნისს ლუდის წარმოებას წყვეტს. აღნიშნული დღე მთლიანად ლიმონათის წარმოებასა და ბავშვებს მიეძღვნებათ. 1 ივნისი „ზედაზენში“ ბავშვებისათვის ღია კარის დღედ გამოცხადდა. სტუმრად მოსულ პატარებს ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ცეზარ ჩოჩელმა უმასპინძლა. „გილოცავთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ძვირფასო, ბავშვებო, განსაკუთრებულად თქვენ მინდა მოგილოცოთ ეს დღე. ყველა ბავშვის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული, ეს თითოეული ჩვენგანის ვალია, ისვე როგორც თქვენს ყოველდღიურ კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამიტომ, მშობლებთან და თქვენთვის სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად თქვენ მხარდამჭერად მიგულეთ. გისურვებთ, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ცხოვრებას“ - ამ სიტყვებით მიესალმა ყველაზე ძვირფას სტუმრებს ცეზარ ჩოჩელი და პატარებს „ზედაზენის“ ქარხნის და თვალიერებისას მეგზურობა გაუწია. ღონისძიების ფარგლებში, მცხეთა-თიანეთისა და თბილისში, 70-მდე საბავშვო ბაღს და ბავშვთა სახლს, 15 000 ბოთლზე მეტი ლიმონათი საჩუქრად დაურიგდათ. (რ)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)