20:09 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-01 12:05:23, 596 ნახვა

საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო დიპლომატთა პროგრამის დელეგაციის წევრებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო დიპლომატთა პროგრამის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ნათია მეზვრიშვილმა სტუმრებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები და რეფორმები გააცნო. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარე რეფორმის, კერძოდ, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. შეხვედრის მონაწილეებმა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის შესახებაც ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და ამ კუთხით სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს და მისი შექმნის კონცეფციას გაეცნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics