02:32 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 12:49:32, 351 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი: 2016 წლის ბოლომდე 1581 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ამ ეტაპზე დევნილი ოჯახებისთვის რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ კორპუსებში ბინების გადაცემის პროცესი გრძელდება.

მისი თქმით, 2016 წლის ბოლომდე 1581 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება. მინისტრის ინფორმაციით, ქუთაისში 2000 დევნილი ოჯახისთვის 25 16 სართული კორპუსი აშენდება, ზუგდიდში კი 2 460 დევნილი ოჯახისთვის 34 12 სართულიანი კორპუსი.

„აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში დევნილთა განსახლების მწვავე პრობლემა მოიხნება. ქუთაისში ორი კორპუსის მშენებლობა უახლოესი 10 დღის განმავლობაში, ხოლო ზუგდიდში სამშენებლო სამუშაოები თვენახევარში დაიწყება. ეს არაა სრული ჩამონათვალი ამ მიმართულებით. სამინისტრო აქტიურად მუშაობს და მალე მშენებლობები დაიწყება რუსთავსა და წყალტუბოში. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 2 ათას 500-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა, 2016 წლის ბოლომდე კი 1581 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics