|
2018-06-29 18:08:00, 959 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ადგილობრივ ბიზნესსუბიექტს შეხვდნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 26 ივნისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ქალაქ ბათუმში, 70-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესსუბიექტს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლბეში, მეწარმეების მხრიდან გაჟღერდა უკმაყოფილება აჭარის რეგიონში არსებულ კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ფლობენ/ან არ აწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ შეუძლიათ კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებულ სესხებზე, დამატებით ისარგებლონ სახელმწიფოს ბიზნესის ხელშემწყობი მექანიზმებით, სესხის პროცენტის თანადაფინანსების და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის თაობაზე. შესაბამისად, 2018 წლის, 30 ივნისს, ბათუმში კერძოდ, აჭარის რეგიონში არსებული კომერციული ბანკებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებაში, გაიმართება სამუშაო შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მეწარმეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების, მათ შორის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და საპარტნიორო ფონდის მხარდამჭერი პროექტების შესახებ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)