02:32 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 11:41:08, 315 ნახვა

პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: სააკაშვილს გუბერნატორად დანიშვნას ვულოცავ, მაგრამ ოდესელებს ვერ მივულოცავ

"სააკაშვილს გუბერნატორად დანიშვნას ვულოცავ, მაგრამ ოდესელებს ვერ მივულოცავ",-ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა "ნაციონალური მოძრაობა" თავიდან მოიშორა, მაგრამ ეს უღელი ახლა უკრაინელებს დაადგა.
"სააკაშვილს გუბერნატროად დნიშვნას ვულოცავ, მაგრამ ოდესელებს ამავს ვერ მივულოცავ. უკრაინელ ხალხს თანავუგრძნობ. მიმაჩნია, რომ ის არის ჩვენი ერთ-ერთი ისტორიული მოკვაშირე და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის უკრაინელების ბედი.  ხალხი, რომელიც უღელად ედგა ქართველ ხალხს მოვიშორეთ და ძალიან ვწუხვარ, რომ  ეს უღელი ახლა უკრაინელებს დაადგეს. იმედია, უკრაინაში პოლიტიკური სპექტრი გაირკვევა, რა სჭირდებათ და სააკაშვილი ისეთ ნავსაყუდელს ნახავს, რასაც იმსახურებს",-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics