20:09 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 14:21:47, 627 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის გამგეობა მოსახლეობას მოუწოდებს, თბილისის ზღვის შემავსებელი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გადაადგილდნენ

ნაძალადევის რაიონის გამგეობა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისის ზღვის შემავსებელი არხის მიმდებარე ტერიტორიით არ ისარგებლონ, სადაც ცურვა აკრძალულია.

მერიის ინფორმაციით, რაიონის გამგეობა თბილისის ზღვის შემავსებელ არხთან, უსაფრთხოების მიზნით, დამატებით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს და რამდენიმე საინფორმაციო ბანერს განათავსებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე საინფორმაციო აბრაა განთავსებული და ტერიტორია მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული. თბილისის ზღვის ტერიტორიასთან არსებული საშიში ზონა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„აღნიშნული არხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცურვა დაუშვებელია. თბილისის მერია და ნაძალადევის რაიონის გამგეობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მოქალაქეებს ვთხოვთ, ნუ შეუქმნიან საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს და ნუ ისარგებლებენ თბილისის ზღვის ამ მონაკვეთით. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე საინფორმაციო-ამკრძალავი აბრა და დამცავი ღობეა განთავსებული, მოქალაქეები არხში მაინც ჩადიან. აქედან გამომდინარე, გამგეობა დამატებით საინფორმაციო დაფებს განათავსებს და ზღვის სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე დამატებით დამცავ ღობეს მოაწყობს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

მოქალაქეების უსაფრთოების დაცვის მიზნით დაგეგმილი დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ივლისში დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics