19:18 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 16:54:28, 624 ნახვა

საზოგადოება
მზისგან დამწვრობის გამო, ხეჩინაშვილის კლინიკას უკვე 40-მდე ადამიანმა მიმართა

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრს 1 ივნისიდან დღემდე 40-მდე პაციენტმა მიმართა.

აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

„ზაფხულის  დადგომასთან ერთად დაახლოებით 40-მდე პაციენტს მოვემსახურეთ. აქედან მკურნალობა ექვსს დასჭირდა. მათი ასაკი 14-დან 22 წლამდე მერყეობს. ყველანი მათგანს მიღებული ჰქონდა დამწვრობა რუჯის მიღების შედეგად.  დღეს ბოლო ორი პაციენტი გაეწერა“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

რაც შეეხება ლეღვის ნახარშით  დამწვრობას, მისი თქმით, წელს ასეთი ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა პაციენტმა ნახარში არა რუჯის მისაღებად, არამედ სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენა.

„მიზნებისთვის. ახლობელმა ურჩია „პადაგრის“ მოშორების მიზნით და მივიღეთ სავალალო შედეგი. ყველას ვაფრთხილებთ, რომ ლეღვის ნახარში არც რუჯისთვის და არც სამკურნალოდ არ გამოიყენონ“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics