2018-06-28 16:22:47, 751 ნახვა
კომენტარი
კახიძე: მოწმის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟზე მითითება პოლიციამ გასცა
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის ოთარ კახიძის განცხადებით, ერთ-ერთი მოწმის ინფორმაციით, ფარდულის დემონტაჟზე მითითება პოლიციამ გასცა.
„ფარდულის დემონტაჟზე მითითება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის განმარტებით გასცა პოლიციამ და იყო კონკრეტული პირი, ვინც იყო შუამავალი პოლიციასა და მესაკუთრეებს შორის და კომუნიკაცია მიმდინარეობდა რჩეულიშვილის ქუჩაზე მდებარე განყოფილებასთან,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. მათ შეკითხვები ერთ-ერთ პირთან ჰქონდათ, რომელიც მოზარდებს შორის ჩხუბის დროს შემთხვევის ადგილზე, ავტომობილში იმყოფება.
ავტორი: ,