00:50 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 12:24:42, 878 ნახვა

სამართალი
„თამთა ჯანჯღავა თავს იცავდა, მას ნოზაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“ - „პიკასოზე“ თავდამსხმელს ბრალს უყენებენ

"ქუჩის ბიჭების" სოლისტის ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებული თამთა ჯანჯღავასთვის ბრალის წაყენების პროცედურა მიმდინარეობს.

როგორც ჯანჯღავას ადვოკატმა ავთანდილ ბუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანა არ ჰქონია და მომღერალს დაზიანებები მანქანის გასაღების საკიდით მიაყენა.

ადვოკატი არ გამორიცხავს ვერსიას, რომ თამთა ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძისგან გარკვეული პრეპარატის წამოღებას აპირებდა. მისივე მტკიცებით, მომღერალმა ჯანჯღავას პიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი უბრალოდ თავს იცავდა.

„ეს არ არის დანა ეს არის ბრელოკი. ნუ ვიჩქარებთ და ვთქვათ, ერთი რამ თავდასხმის ობიექტი ხდება თავად ჯანჯღავა. მე რომ პატარა გოგონას დავუწყო ცემა, ის მოიმოქმედებს ყველაფერს, რომ არ განმეორდეს. ბევრი ვერსია გავრცელდა. მე ამ წუთში შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი ვერსია არ გამოირიცხება“, - აღნიშნა ბუაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics