|
2015-06-01 09:22:33, 426 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან
„ზოგი წავა, ზოგი მოვა“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკვე ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „იმედთან“ საუბარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი წევრის წასვლის საკითხს როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პარტიის ყოფილ წევრებს მასთან არანაირი კონსულტაცია და საუბარი არ ჰქონიათ. "არანაირი კონსულტაციები და საუბრები ამ თემაზე არ ყოფილა და მართალი გითხრათ, არ მქონდა ამის დრო. ჩვეულებრივი რაღაცაა პოლიტიკაში მიდიან, მოდიან. მართალი გითხრათ, ახალი სახეების აღმოცენება ასე, ნიახური ხომ არაა?! ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ. თავისთავად თვითმიზანი ეს არაა. ბევრი ახალი მოვა, ზოგი ივარგებს, ზოგი არა, ზოგს არ მოეწონება, ზოგი წავა. მთავარია, იყოს ახალი ენერგია, ახალი პოლიტიკა ახალი შემართება. საქართველოში გვყავს საკმარისზე მეტი გამოცდილი პოლიტიკოსი, უბრალოდ მათ უნდა ისწავლონ ახლებურად მუშაობა და ახალი ხალხიც შემოუერთდება. ზოგი წავა, ზოგი მოვა, ასე ხდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)