19:18 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 12:00:48, 627 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  საჩხერის მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების საოჯახო საწარმო,  სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისის მშენებარე ობიექტზე მიმდინარე და  ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.  

საჩხერის მუნიციპალიტეტის დაბა კვერეთში, საშენ მეურნეობაში წითელ ნუსხაში  შეტანილი ნაკადულის ქართული კალმახის სახეობის აღდგენა ხორციელდება. ლევან დავითაშვილმა, სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საშენ მეურნეობაში ხელოვნურად გამრავლებული რამდენიმე ასეული ნაკადულის კალმახის ლიფსიტა ბუნებრივ გარემოში, მდინარე ჩიხურაში გაუშვა. 
 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საშენი მეურნეობა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს  მეთევზეობის სფეროს განვითარებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელება ბატონი გიგლა აგულაშვილის დროს დაიწყო. უმნიშვნელოვანესია გადაშენების პირას მყოფი, წითელწინწკლებიანი ქართული კალმახის სახეობების ველურ ბუნებაში დაბრუნება-აღდგენა, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს სამინისტრო. დღეს პირველად მოხდა ლიფსიტების  ველურ ბუნებაში გაშვება, რასაც წინ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოების  უძღოდა წინ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2016 წლიდან, ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ  ახალ პროექტზე, საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებაზე დაიწყო მუშაობა.  ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა  ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი.  დღეისათვის, ხელოვნურად გამოჩეკილია 8000 ცალი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა. მეურნეობის გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
საჩხერის მუნიციპალიტეტში  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად  იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე,   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს   ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორი რევაზ ბეჟაშვილი  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics