19:18 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 10:45:39, 576 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ

დიდი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Swirl Wine Group"-ის ხელმძღვანელი სარა ებოტი ღვინის პროფესიონალების ჯგუფთან ერთად  საქართველოს ეწვია.

ღვინის ეროვნული სააგენტო სარა ებოტის მარკეტინგულ კომპანიასთან ,,სვირლ ვაინ გრუფ" („Swirl Wine Group") 2017 წლიდან თანამშრომლობს. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბრიტანელი პროფესიონალების წინაშე ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. 

ტურის ფარგლებში ღვინის პროფესიონალები - სომელიეები, რესტორატორები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები, ესტუმრნენ შემდეგ ღვინის კომპანიებსა და მცირე მარნებს: „ორგო", „მეღვინეობა შუმი", „კახური ღვინის მარანი", „კახა ჭოტიაშვილის მარანი", „ბაბანეურის მარანი" და „ლაგვინარი", სადაც მათ დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ღვინოები, გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას.

სარა ებოტის ინფორმაციით, ბრიტანეთში ქართულ ღვინოზე ინტერესი მზარდია.

"ჩვენს სტუმრებს სურთ გაიცნონ ქართული ღვინის მრავალფეროვნება. ჩვენ მოვინახულეთ შედარებით მცირე მეწარმეები, რომლებიც ქვევრის ღვინოს ამზადებენ, ასევე ვხვდებით შედარებით მსხვილ მეწარმეებს, სადაც უფრო მეტი სახეობის ღვინო მზადდება. ჩვენ შევხვდით მეღვინეებს და ღვინის ქარხნების მფლობელებს, რომლებმაც უამრავი ინფორმაცია გაგვიზიარეს და დაგვაგემოვნებინეს არაჩვეულებრივი ღვინოები.  მივიღეთ ქართული სტუმართმოყვარეობის   გამოცდილება, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს" - აღნიშნა სარა ებოტმა.

კომპანიის „კახური ღვინის მარანი" მთავარი მეღვინის, თემურ გონჯიშვილის თქმით,  სტუმრებზე, სხვა ღვინოებთან ერთად, განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქვევრის ღვინოებმა მოახდინა.

„სტუმრებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოხატეს ქართული ღვინის მიმართ - სვამდნენ ძალიან სპეციფიკურ შეკითხვებს, ქართული ღვინის შესახებ ყველაფერი აინტერსებდათ. მათში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ქვევრის ღვინოებმა. ჩვენი სურვილია, რომ ყოველთვის, როდესაც ქართულ ღვინოზე ვისაუბრებთ, ის ყოველთვის ასოცირდებოდეს ხარისხთან. ჩვენი საქმიანობის მიმართულებაც სწორედ ხარისხის უზურნვეყოფაა, რაც დღევანდელმა დღემაც დაადასტურა" - აღნიშნა თემურ გონჯილაშვილმა.

ტურის დასასრულს ბრიტანელი სტუმრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სანერგე მეურნეობას  ეწვივნენ, სადაც გაეცნენ ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების მრავალფეროვნებას და დააგემოვნეს იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები.

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 45,2 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 109%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მეჩვენებელს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics