2018-06-27 17:41:09, 790 ნახვა
საზოგადოება
გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი შენობის მე-12 სართულზე, ნარჩენებს მოედო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილობრივებმა ცეცხლი სახანძროს მისვლამდე ჩააქრეს.
სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
ავტორი: ,