19:18 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 14:49:58, 607 ნახვა

საზოგადოება
სეს-ი: აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 220 ათას ჰექტრამდე ფართობია შეწამლული

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დასავლეთ საქართველოში წამლობითი ღონისძიებები 22 მუნიციპალიტეტის 360 სოფელში ჩატარდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 220 ათას ჰექტრამდე ფართობი; ცივი შესხურებით - 7 ათასამდე ჰექტარი; ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო,  სიმინდის ყანებში მავნებლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალიზებული ტექნიკა საყანე ფართობების გარე პერიმეტრებს ამუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია სიმინდის ფართობების დამუშავება.

“ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია სიმინდის ფართობების დამუშავება. ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ტარდება. მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების ინფორმირებას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას უშუალოდ წამლობის დაწყებამდეც აფრთხილებენ“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics