2018-06-27 13:36:33, 565 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება
ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე ავაშენებთ ახალ სპორტულ კომპლექსს დიდი ოლიმპიური საცურაო აუზით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდშ, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, განათლება ქვეყნისა და მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა.
„განათლება არ არის მხოლოდ ვიწრო სფერო, ეს არის კულტურისა და სპორტის ერთობლიობა. ეს არის ის სამი მნიშნელოვანი მიმართულება, რომელიც საშუალებას მოგვემს, საქართველოში შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: ,