18:29 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 09:55:43, 584 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატმა სამუშაო პროცესი დროებით შეაჩერა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სამუშაო პროცესი დროებით შეაჩერა.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი შენობის დაზიანებაა.

„მოგეხსენებათ, რომ ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სახალხო დამცველის აპარატის შენობას ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაუდგინდა მესამე ხარისხის დაზიანება; ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწვევს ბიძგებს, რაც ისედაც ავარიულ შენობას დამატებით საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის და 2018 წლის 2 ივლისამდე აჩერებს სამუშაო პროცესს.

მთავრობის უახლოეს სხდომაზე დაგეგემილია სახალხო დამცველის აპარატისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა, რაც დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების შესაძლებლობას მოგვცემს. სახალხო დამცველის აპარატი ყველა ღონეს იხმარს, რათა არ შეფერხდეს საქმისწარმოების პროცესი.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებები დატოვონ მისაღებში, თუმცა მათი რეგისტრაცია მხოლოდ ორშაბათიდან მოხერხდება.

ცვლილება ასევე შეეხება ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფს. დროებით ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნომერზე - 598083006. ასევე, მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე info@ombudsman.ge

სახალხო დამცველი ბოდიშს უხდის მოქალაქეებს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ტექნიკური შეფერხება დროულად იქნება აღმოფხვრილი“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics