18:29 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 17:40:54, 755 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რამდენიმე მისამართზე სადარბაზოების რემონტი დასრულდა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, ნუცუბიძის ქ. N36-ში მდებარე N2 და კანდელაკის ქუჩაზე, მე-16 კორპუსის სადარბაზოების რემონტი დასრულდა. 

საბურთალოს გამგეობამ აღნიშნული სამუშაოები 100%-ით დააფინანსა. ორივე პროექტის ღირებულებამ 24 415 ლარი შეადგინა. ამხანაგობამ კი, შეგროვებული თანხით ნუცუბიძის N2 კორპუსის ეზოს გამწვანების სამუშაოები დაიწყო, რადგან დაფინანსების ახალი წესის თანახმად, ამხანაგობას ეკისრება ვალდებულება, დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა შეაგროვოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

სადარბაზოების რემონტი ამჟამად, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. სამუშაოები  გამგეობის ბიუჯეტიდან 207 180 ლარით დაფინანსდა. მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„მწვანე სივრცეების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და ეზოს მოვლა-პატრონობაში მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მინდა გადავუხადო ამხანაგობის თავმჯდომარეს, ლევან მშვილდაძეს, რომლის ინიციატივითაც, გამწვანების სამუშაოები განხორციელდა და რომელიც მოსახლეობასთან ერთად, ეზოების მოვლა-პატრონობაში  აქტიურადაა ჩართული. მოსახლეობას მოვუწოდებ, საკუთარი ეზოს კეთილმოწყობაში მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა. 

საბურთალოს რაიონში ყველაზე აქტიური ამხანაგობის ჩართულობითა და გამგეობის მხარდაჭერით, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე N3 და ნუცუბიძის ქუჩის N34 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაც გამწვანდა. გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ჯიშის 180 ხე-მცენარე დაირგო. ასევე, დაიგო რულონური ბალახი. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics