22:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 16:57:01, 749 ნახვა

კომენტარი
ქანთარია - კულტურის სამინისტროს განათლებასთან მიერთებაზე პასუხისმგებლობას ვერ გავიზიარებ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ სტრუქტურულ ცვლილებებს არ ეთანხმება.

როგორც ქანთარიამ აღნიშნა, ის კულტურის სამინისტროს გაუქმების წინააღმდეგია.

„როგორც ჩანს, პრემიერს აქვს მიზანი და იცის ეტყობა და ჰგონია, ყოველ შემთხვევაში, რომ ეს სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს. თეორიულად ლამაზად ჩანს, ძალიან ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი სული, შემოქმედება და ჭკვიანი თავი, მაგრამ ვერ ვარ მომართული იქითკენ, რომ ეს პასუხისმგებლობა გავიზიარო. სახელოვნებო რაც არის, რაც ითხზვება, ეს ხელოვნების დარგები, რაც გვაქვს, ქართული კინო, ქართული თეატრი, მუსიკა, ქორეოგრაფია, ხელოვნების დეპარტამენტად მაინც უნდა გამოყოფილიყო და ცალკე დაქვემდებარებოდა პრემიერს და ამ წინადადებით მივმართე კიდეც მაშინ და ჩაინიშნა და ვიფიქრებო თქვა. როგორც ჩანს, ამ ეტაპისთვის ასე ჩაითვალა საჭიროდ",- განაცხადა ქანთარიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს; ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics