2015-05-31 14:36:47, 1007 ნახვა
მსოფლიო
საქართველოს პრემიერი ჯოზეფ ბაიდენს შვილის გარდაცვალების გამო თანაგრძნობას უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შვილის გარდაცვალების გამო თანაგრძნობას უცხადებს.
„ძვირფასო ვიცე-პრეზიდენტო, ძალიან დამამწუხრა ცნობამ, თქვენი ვაჟის გარდაცვალების შესახებ. მიიღეთ ჩემი ღრმა თანაგრძნობა და გულწრფელი სამძიმარი. ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის ამ რთულ მომენტში. სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად. კიდევ ერთხელ გიცხადებთ უდიდეს თანაგრძნობას“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან