18:30 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 20:25:27, 774 ნახვა

საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრები გემების ინსპექტირებას სამხრე კამერების მეშვეობით მოახდენენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრები  გემებზე ინსპექტირებას სამხრე კამერების მეშვეობით განახორციელებენ, ხოლო შემოწმების პროცესის ჩაწერა-მონიტორინგი უშუალოდ შემოწმებების გამჭვირვალობის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს და ეწევა ნავსადგურში შემოსული გემების ინსპექტირებას მათი საერთაშორისო საზღვაო კონვენციებთან შესაბამისობის დასადგენად.

იმ შემთხვევაში, თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, აღმოჩნდება გემის მოწყობილობების, საბუთების, ეკიპაჟის კომპლექტაციის ან სხვა სერიოზული საკითხების შეუსაბამობა არსებული საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებთან, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორს უფლება აქვს ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმებით, შეაჩეროს ასეთი გემის გასვლა ნავსადგურიდან, ვიდრე შესაბამისი შენიშვნები არ იქნება მთლიანად შესრულებული და ნაკლოვანებები აღმოფხვრილი.

ზემოაღნიშნული პროცესის გამჭირვალობისა და ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ინსპექტორების, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი პერსონალური სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვის თაობაზე. ვიდეოკამერები ინსპექტორების მუშაობის მონიტორინგისთვის გამოიყენება. ფოტო და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება, როგორც ვიზუალური მტკიცებულებები გემზე არსებული სიტუაციის ობიექტურად აღწერისათვის, ასევე, როგორც მტკიცებულებები გემების საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics