06:11 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 17:18:13, 611 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში დათა გულუას სახელობის პოეზიის კონკურსის დასკვნითი საღამო გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში დათა გულუას სახელობის პოეზიის კონკურსის „სიჭაბუკე და ლექსი ერთია“ დასკვნითი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,  დათა გულუას მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საღამოში მონაწილეობდნენ: საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე, პოეტი ბაღათერ არაბული, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსი,  პოეტი ლაშა  გვასალია, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, პოეტი მარინა თექთუმანიძე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე ირმა ირემაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი დარიკო ფიფია, წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ბიძინა (გუნია), აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბა, პოეტი მაია მიქაია და ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის  სასახლის ჟურნალისტთა კლუბის წევრი ეტი მესხია.

საღამოზე ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წაიკითხეს დათა გულუას ლექსები, ასევე შესრულდა მეგრული და ლაზური სიმღერები. კონკურსში გამარჯვებულები დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics