20:48 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 16:13:21, 717 ნახვა

კომენტარი
ჩერქეზიშვილი: საქართველო საზღვაო ქვეყანაა და საზღვაო სერვისების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სიმულატორების ოთახი გახსნა, რომელიც თხევადი ტვირთების გემებზე დასაქმებული სპეციალისტების მომზადებას მოემსახურება. მინისტრს მეგზურობა აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ გაუწია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ახალი სიმულატორები კიდევ ერთი დამატებითი სერვისი იქნება როგორც ქართველის სტუდენტებისთვის, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სპეციალისტებისთვის, რადგან მათ შესაძლებლობა ექნებათ, აქ გაიარონ მაღალკვალიფიციური ტრენინგები.

ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას, გიორგი ჩერქეზიშვილი ასევე გაესაუბრა აკადემის პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთაც მეზღაურთა საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„პირველ რიგში, მინდა, მეზღვაურის საერთაშორისო დღე მივულოცო მეზღვაურებს და დარგში დასაქმებულ ყველა ადამიანს - ეს დღე ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო საზღვაო ქვეყანაა და საზღვაო სერვისების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ასევე მაღალკვალიფიციური მეზღვაურების და ამ დარგის სპეციალისტების გამოშვება. ამ მიზანს ემსახურება დღეს ჩვენი ვიზიტი საზღვაო აკადემიაში, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული სასწავლებელი არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics