18:30 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 14:52:51, 604 ნახვა

საზოგადოება
ზღვის უბანში, ჩარგლისა და ანაპის ქუჩების კვეთაზე ახალი სკვერი მოეწყობა

ზღვის უბანში (თემქა), ანაპის 414-ე დივიზიის ქ. N16-ის მიმდებარედ, კერძო სამშენებლო კომპანია ახალ სკვერს მოაწყობს. 

აღნიშნული ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. შესაბამისად, პროექტის განსახორციელებლად, ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და სამშენებლო კომპანია „რივას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. 

კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად დაესწრო.

„თბილისის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების მოწყობა და ამ მხრივ, ქალაქში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ზღვის უბანში, ანაპისა და ჩარგლის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს, მზადაა, დაახლოებით 200 000 ლარამდე დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს და ნაძალადევის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებლი სივრცე მოაწყოს. იმედი მაქვს, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და მსგავს ინიციატივებს სხვა სამშენებლო კომპანიებიც გამოიჩენენ“, - განაცხადა ნაძალადევი რაიონის გამგებელმა.

პროექტის ფარგლებში, 3 200 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება ატრაქციონები, საბაღე სკამები და დაირგვება მწვანე ნარგავები. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics