10:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 10:26:21, 641 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი: სრულყოფილად ვუპასუხებ კითხვებს, რაც კომისიას და დაზარალებულებს გააჩნიათ

„ბრალდების მხარე, კონკრეტულად მე, კომისიას მივაწვდი სრულ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით და ასევე სრულყოფილად გავცემთ პასუხს იმ კითხვებს, რაც დაზარალებულს გააჩნია“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოგეხსენებათ, სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე სხდომა იყო დახურული, რითაც შესაძლებლობა გვქონდა მოკლებული იმისა, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა სრული ინფორმაცია საქმის გარემოებებთან მიმართებით, დღეს ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. ვსაუბრობთ, იმ გარემოებებზე რაც უშუალოდ ეხება თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2017 წლის 1 დეკემბერს, თუ ვის მიერ მოხდა დანების გამოყენება, რა ვითარებაში მოხდა დანების გამოყენება. რა თქმა უნდა, მსჯავრდებულების ინტერესებიდან დავიცავთ მათ კონფიდენციალურობას. მესამე პირის დაჭრასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს გააჩნია“, - განაცხადა ზვიად ფახაკაძემ.

ცნობისთვის, ზვიად ფხაკაძის გარდა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, კახა სირაძესაც გამოკითხავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics