|
2015-05-31 13:39:02, 330 ნახვა
პოლიტიკა
საია-ს ინფორმაციით, 12 საათისათვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
საიას დამკვირვებლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მიმდინარე შუალედურ არჩევნებს სენაკისა (№ 64.13 ფოცხო) და ზუგდიდის (№67.11 ერგეტა) ოლქებში აკვირდებიან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, 12 საათისათვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამივე საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით და დროულად იყო მზად ამომრჩევლის მისაღებად. საია-ში განმარტავენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელის ყოფნა უბანზე, ასევე კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, რაზედაც კომიასიამ მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე. "საარჩევნო ადმინისტრაცია ადეკვატურად რეაგირებს საიას დამკვირვებლების მიერ მიცემულ შენიშვნებზე და ასწორებს საარჩევნო კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებს. დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, როგორც წესი, საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერენ. არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღის ბოლოს შეაჯამებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)