23:18 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-24 12:25:45, 979 ნახვა

სამართალი
გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულმა 50-მდე გამომძიებელმა დამატებითი გადამზადების 5-დღიანი კურსი გაიარა.

პირველ ეტაპზე, განგრძობითი სპეციალიზაციის ტრენინგისთვის გამომძიებლები იმ ქალაქებიდან და რაიონებიდან შეირჩა, სადაც ყველაზე მაღალია არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების მაჩვენებელი.

გადამზადების კურსი ორიენტირებული იყო როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფ, ასევე, დანაშაულის მსხვერპლ და მოწმე ბავშვებზე. სწავლება მოიცავდა როგორც შიდა და საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებს, ასევე, ბავშვებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდის მიზნით, ტრენინგში, ასევე, მონაწილეობდნენ სასამართლოს, პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მანდატურის სამსახურის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებმას ერთად განიხილეს ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებული გამოწვევები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია უწყებაში სპეციალიზაციის მაღალი სტანდარტის დანერგვა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზებული გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics