10:49 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-23 18:47:45, 1057 ნახვა

პოლიტიკა
„გირჩის“ თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს

„გირჩის“ თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს.

პარტიის ყრილობა და კენჭისყრა „გირჩის“ ოფისში, მუსიკის და მწვადის შეწვის ფონზე მიმდინარეობდა.  

როგორც პარტიის ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნა, „გირჩის“ გეგმები უცვლელი რჩება.

"გირჩის მომავალი გეგმები არაფრით იცვლება იმის გამო, რომ თავმჯდომარე შეიცვალა. ეს სრულიად ფორმალური ნაწილია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მე ვრჩები იმად, ვინც ვიყავი, ზურაც იმად რჩება, ვინც იყო. მოდით, გავერთოთ დღევანდელ დღეს. რაც იქნება „გირჩის“ გეგმები, ერთად სხვა დროს შევიმუშავებთ, როდესაც ამის განწყობაზე ვიქნებით“, - განაცხადა ხვიჩიამ.

დღევანდელ ყრილობაზე სარევიზიო კომისიისა და პლიტსაბჭოს შემადგენლობაც აირჩიეს.

"პარტიას სჭირდება პოლიტსაბჭო, რომელიც ასევე ფორმალური სტრუქტურაა და იდეაში აქამდე არაფერში დაგვჭირვებია. პოლიტსაბჭოში, მინიმუმ, ოთხი წევრი უნდა იყოს და წარდგენილები არიან: ვახო მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია, მარიტა რატიანი და მე. ბოლოს პარტიის თავმჯდომარე ორი თვე ვიყავი, ვადა უკვე გასული მაქვს. არ მგონია, რომ უნდა გადავიქცე ან შალვა ნათელაშვილად ან ვინმე ასეთად. მე აღარ ვიქნები პარტიის თავმჯდომარე. ეს თემა მოხსნილია. ჩემი წინადადება იყო და ყველა დამეთანხმა, რომ ეს მძიმე ტვირთი იაგო ხვიჩიამ ატაროს“, - განაცხადა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics