21:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-23 09:31:18, 793 ნახვა

სამართალი
შსს-მ წერეთლის ქუჩაზე მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული, ქურდობისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს, 2003 წელს დაბადებული ლ.კ. და 2000 წელს დაბადებული გ.თ. კი ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს ლ.ს.-მ, თანამზრახველებთან - ლ.კ.-სა და გ.თ.-სთან ერთად, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „მეგატექნიკა“ გაქურდა, საიდანაც მათ სხვადასხვა ფირმის 20 მობილური ტელეფონი წაიღეს.

პოლიციამ 7 მოპარული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics