|
2018-06-22 17:42:06, 877 ნახვა
პოლიტიკა
მინსკში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მე-10 შეხვედრა გაიმართა
მინსკში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური დიალოგის რიგით მე-10 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მიიღო. აღინიშნა ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს აქტიური ჩართულობა, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის ხელშესახები, პრაქტიკულიშედეგების უზრუნველყოფას. თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებას მოახდინოს მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში და აღნიშნა, რომ ქვეყნის საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა. მისი განცხადებით, საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის შესაძლებლობები, რამაც დადებითი როლი ითამაშა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. დღეს საქართველო ფოკუსირებულია ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ეფექტურ იმპლემენტაციასა და ამავდროულად, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის ამბიციური გეგმის შემუშავებაზე, რაც ითვალისწინებს ქვეყნის პრაქტიკულ მომზადებას ევროკავშირთან ინტეგრაციის საბოლოო მიზნისთვის. შეხვედრაზე არაფორმალური დიალოგის მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ შემუშავებული დოკუმენტით „20 შედეგი 2010 წლისთვის" გათვალისწინებული კონკრეტულ გეგმებსა და ინიციატივებზე ხელშესახები პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში მონაწილეებმა ისაუბრეს ევროკავშირის დახმარების განსხვავებული ინსტრუმენტის საჭიროებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს დასახული მიზნების უზრუნველყოფას. ამასთან, აღინიშნა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების აუცილებლობა, მდგრადი განვითარების მისაღწევად. არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ასევე გაიმართა სამუშაო ვახშამი, სადაც მხარეებმა იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და საგარეო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებზე. არაფორმალურ დიალოგში მონაწილეობა ასევე მიიღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" დანარჩენი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ, ჟან-კრისტოფ ბელიარმა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის ფორმატი ჩამოყალიბდა 2013 წელს ევროკავშირის ინიციატივით და ითვალისწინებს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და დარგობრივი მინისტრების შეხვედრების გამართვას, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით. საქართველომ ამ პერიოდში არაფორმალურ დიალოგს ორჯერ (2013 და 2015 წწ.) უმასპინძლა.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)