17:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 17:25:19, 960 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების საგაზაფხულო სესია დაიწყო.

საკვალიფიკაციო გამოცდები, 2018 წლამდე, წელიწადში ერთხელ შემოდგომაზე ტარდებოდა, წელს პირველად კიდევ ერთი სესია დაემატა. აღნიშნული გადაწყვეტილება საზღვარგარეთ, ძირითადად კი დსთ-ს ქვეყანაში მიღებული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მქონე პირებისთვის, ახალი რეგულაციების ამოქმედებით არის განპირობებული.

ახალი წესის მიხედვით, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და საექიმო  სპეციალობის მაძიებლის სტატუსის მოპოვება გახდა. კურსდამთავრებულები კი მზადებას წელიწადის სხვადასხვა დროს ასრულებენ, სწორედ ამიტომ,  საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებს წელიწადში ორჯერ ჩატარდება. 

ქვეყანაში ასევე გაზრდილია აკრედიტირებული სასწავლო დაწესებულებებისა და კვოტების რაოდენობაც, რაც შესაძლებლობას იძლევა, მაძიებელები სარეზიდენტო პროგრამებებზე  პერმანენტულად, აკადემიური წლის განმავლობაში ჩაირიცხონ.

კიდევ ერთი სიახლე სასერტიფიკაციო და საკვალიფიკაციო გამოცდებს უკავშირდება,  რედაქტირებული და განახლებულია ტესტ-კითხვარების,  20 % არასაჯარო, „დაფარული’ ბაზიდან. 

გამოცდების მიმდინარეობის პროცესს პირადად აკვირდებოდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა ბუკია. 

გამოცდები ელექტრონულ ფორმატში მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო გამოცდებზე- 582, სასერთიფიკაციოზე კი - 680 მაძიებელია დარეგისტრირებული. ერთიანი ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 27 ივნისს დასრულდება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics